12 მარტი 2025,   11:31
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროშია. მაკა ბოჭორიშვილი ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც გაეროს-გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს, ასევე დაესწრება ქალთა სტატუსის კომისიის და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს.

მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მაკა ბოჭორიშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები