
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, "ღვინის ქარხანაში" ხანძარი იყო.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი "ღვინის ქარხანაში" არსებული ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.
უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.