13 მარტი 2025,   03:31
ვრცლად
"მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუ ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით" - შალვა პაპუაშვილი

"მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით" – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, "დიფ სთეითს" საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს, რომელიც რა საკითხიც არ უნდა იყოს, მათ შორის, უკრაინის თუ სხვა, ყველაფერზე მათ ნებას დაჰყვება. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მართონ სხვადასხვა პროცესების დროს. 

"ზოგადად, ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებათ, რომ ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც იქნება ეს უკრაინის საკითხი თუ სხვა საკითხი, ყველაფერზე თავს დაუქნევს. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ ლიტვაში შესვლის უფლება შეუზღუდა საკონსტიტუციო სასამართლოს 9-დან 7 მოსამართლეს. იმ 7-ს, რომელმაც არჩევნები არ გამოაცხადა არაკონსტიტუციურად. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ვინმე, დადგა და ჩვენი კონსტიტუციები იკითხა ან რაიმეში გაერკვა? ეს ხომ აჩვენებს ერთ რამეს, რომ მათ სჭირდებათ ჰყავდეთ მორჩილი ხელისუფლება სხვა ქვეყანაში, იმისთვის, რომ მართონ სხვადასხვა პროცესების დროს.

თუ შევხედავთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე მგონი მივხვდებით, რატომაც სჭირდება ზოგიერთებს, რომ ხელში ეჭიროთ საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლო, იმისთვის, რომ ზუსტად ასე, არჩევნები ააყირაონ, როგორც აყირავებენ სხვა ქვეყნებში სასამართლოს მეშვეობით. თქვენ გახსოვთ, რა იყო მთავარი, რას სთხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ეს იყო ე.წ. ვეტინგი, მოსამართლეების ხელახალი დანიშვნა და ამ დანიშვნაში ითხოვდნენ, რომ ჩართულიყვნენ მათივე დაფინანსებული ენჯეოები, რომლებიც ახლა გავარკვიეთ, რომ არიან მართული გარედან და მათ შორის უცხოელები ჩართული. გაუგებარი იყო, მაინც და მაინც სასამართლოს მიმართ რა ინტერესი ჰქონდათ. ხომ ვნახეთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო განვითარებებით, რატომ სჭირდებათ ეს ყველაფერი. იმისთვის, რომ სასამართლოთი შემდეგ მართონ არჩევნები. ხომ ხედავთ, მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ააყირაონ ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას და შეძლებენ ქვეყნის მართვას სასამართლოს მეშვეობით," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები