12 მარტი 2025,   23:16
ვრცლად
დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს, კომპანია "ელთ ბილდინგი" თაღლითობაში ადანაშაულებს და 416 000 ევროს ედავება

დაკავებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს კომპანია "ელთ ბილდინგი" თაღლითობაში ადანაშაულებს და მის კომპანია "რამსეს" 416 000 ევროს ედავება. 

დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებმა გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბრალდებულმა ბიზნესმენებმა იახტის ჩამოყვანის ვალდებულება 2022 წელს აიღეს, რისთვისაც 416 000 ევრო წინასწარ გადაუხადეს. იახტის ჩამოყვანის ვადად 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა, თუმცა მათ პირობა არ შეასრულეს, საბოლოოდ თანხის მხოლოდ 10 პროცენტი დააბრუნეს.

"მოახერხა ის, რომ ჩვენ დაგვარწმუნა შეგვეძინა მცირე ზომის იახტა, რომლის ღირებულება იქნებოდა 550-600 000 ევრო, მაგრამ ვინაიდან თვითონ იყო ოფიციალური წარმომადგენელი, ჰქონდა გარკვეული დისქაუნთი. ვეუბნებით გიორგის, სად არის იახტა? შემდეგ იწყება ისტორიები. როგორც დადგინდა, მას საზღვრის კვეთა საერთოდ არ ჰქონდა იმ პერიოდში", - ამბობს კომპანია "ელთ ბილდინგის" მფლობელი ელგუჯა თურმანიძე.  

გიორგი ჩიკვაიძე გუშინ დააპატიმრეს, მას გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა და არგუმენტად საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობა დაასახელა. თავად გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნეს პარტნიორი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

დღის ამბები