
"ზღვის თეატრი" - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი პრემიერით დაბრუნდა. მარჯანიშვილის თეატრის სხვენი კი ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ნოსტალგიური ამბავი გაცოცხლდა. პიესის ავტორი და რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილია.
ისტორია სარდაფში შეყუჟული მსახიობების ირგვლივ ვითარდება, რომლებსაც თეატრის შექმნა სურთ. ყველა მათგანი დროებით დევნილობაშია. უამრავი თავგადასავლისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მიზანს მაინც მიაღწევენ, თუმცა ეს როდემდე გასტანს, არავინ იცის.
გროტესკული სცენების მიუხედავად, სპექტაკლს ანარეკლივით გასდევს სევდიანი მომენტები - შემოქმედებითი გუნდი დადგმას, მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის ხსოვნას უძღვნის.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონის ბოლომდე კიდევ ოთხი სპექტაკლის პრემიერას გეგმავს. ზღვის თეატრის" ნახვა კი მაყურებელს 17 მარტს შეუძლია.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.