12 მარტი 2025,   11:34
ვრცლად
"უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია, არ გვინდა ეს აგრესია მომავალში ოდესმე განმეორდეს" - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

უკვე ხუთ საათზე მეტია საუდის არაბეთში ამერიკის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა განიხილება ამერიკის წინადადება, რომ უკრაინამ ომის დასრულებისთვის გარკვეული ტერიტორიები დათმოს. განცხადება შეხვედრის დაწყებამდე მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ასევე, მხარეები მსჯელობენ კიევის პირობაზე, რომელიც თანახმაა, ომის დასასრულებლად ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდეს.

ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, უკრაინის ჯგუფს კი ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ხელმძღვანელობს.

"უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არ გვინდა ეს აგრესია მომავალში ოდესმე განმეორდეს. ახლა ვფიქრობთ, რომ აუცილებელია განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ დავიწყოთ ეს პროცესი. ჩვენ ძალიან ღია ვართ. გვინდა გვქონდეს ძალიან კონსტრუქციული, ღრმა, მეგობრული, პარტნიორული დიალოგი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

დღის ამბები