მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა - მაშველებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს
11-03-2025 20:34
მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მანქანის მძღოლი მაშველებმა გადაარჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.