13 მარტი 2025,   02:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიღებულია - 2028 წლისთვის ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლებისა და კვლევის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს

სტუდენტები ევროპული ხარისხის განათლების მიღებას საქართველოში შეძლებენ. სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმისთვის კონცეფციას შეიმუშავებს, დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების თვისობრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. სამუშაო შეხვედრებზე შემუშავებულმა დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს, როგორც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის, ასევე სწავლებისა და კვლევების ხარისხის გაუმჯობესება. რეფორმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება.

უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამ კუთხით კომისიის მუშაობას აფასებს განათლების ექსპერტი. პროფესორი თამარ ლომინაძე ფიქრობს, რომ საუნივერსიტეტო განათლება სახელმწიფოს ჩართულობით საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება.

უმაღლესი განათლების რეფორმა 2025 წლის სახელმწიფო პრიორიტეტების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. კომისია პრემიერ მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მისივე ხელმძღვანელობით მუშაობს.

 

დღის ამბები