
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება.
367 500 000 აშშ დოლარი - ამ თანხაში აისახა გასული წლის მე-4 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24 პროცენტიანი ზრდა. საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, მრეწველობა - ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, სწორედ ამ სფეროებში განხორციელდა.
წინა წლის ბოლო კვარტალში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გადანაწილდა:
1) გაერთიანებული სამეფო 222.6 მლნ დოლარი - 60.6 %
2) მალტა 67.9 მლნ. აშშ დოლარი -18.5 %,
3) ნიდერლანდები - 36.3 მლნ დოლარი - 9.9 %
უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს სააგენტო "აწარმოე საქართველოში." სააგენტომ უკვე შეძლო 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების უცხოური საინვესტიციო პროექტების მოზიდვა. საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრებთან თანამშრომლობით კი, 3,000-ზე მეტ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ორგანიზაციამ ასევე შეიმუშავა ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდასა და უფრო მეტი ინვესტორის მოზიდავს შეუწყობს ხელს.
2024 წლის მე-4 კვარტალში, უცხოური ინვესტიციები ინფორმაციებისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებშიც განხორციელდა.