12 მარტი 2025,   11:28
ვრცლად
დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვა და 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს 1 ლარად გადასცა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. 

შესაბამისად, კეზერაშვილი "ფორმულას" მეწილე აღარ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ცვლილება საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა.

"ამჟამად, ფორმულას 38,25%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32.25%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი "თავისუფლების ფორმულა". 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება," - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შგახსენებთ, საჯარო რეესტრში დასრულდა 7 თებერვალს წამოწყებული სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც იმავე დღიდან 6 მარტამდე, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით დოკუმენტების წარდგენამდე იყო შეჩერებული.

სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შეტანის მოთხოვნით შეტანილი განცხადების ავტორებმა გაითვალისწინეს საჯარო რეესტრი მოთხოვნები და მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე წარადგინეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დავით კეზერაშვილმა შპს ფორმულაში თავის 26%-იანი წილი ნდობით აღჭურვილი პირის სოფიო ბრიტანჩუკის მეშვეობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაასხვისა მიხეილ მშვილდაძეზე.

დღის ამბები