12 მარტი 2025,   23:22
ვრცლად
აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო სხდომა ხმაურით დასრულდა

აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო სხდომა, ხმაურით დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რასაც დაკავებულთა ახლობლების პროტესტი მოჰყვა.

სხდომაზე დღეს მტკიცებულებების შესახებ იმსჯელეს - საქმის არსებითი განხილვა 24 მარტიდან დაიწყება. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან. ხუთს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მათ 4-დან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები