
საქართველო ITB Berlin-ზე - ტურისტული გამოფენის ფარგლებში, მოლაპარაკებები იმართება მსოფლიოს მედიასაშუალებებთან, პიარ კომპანიებთან და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან. ITB Berlin-ზე 20-მდე კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
"ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება Tripadvisor-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში. დავგეგმეთ, თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა," - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.