
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ იორკში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან.
ასევე, სესიის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალთა სტატუსის კომისიისა და პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებებში.