10 მარტი 2025,   01:05
ვრცლად
"მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს შესანიშნავი შეჯიბრებისთვის" - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი

"ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისაგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება. სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით", - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა უვე ბეიერმა.

8-9 მარტს გუდაურში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის 88 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

უვე ბეიერის განცხადებით, გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, უმასპინძლოს მაღალი რანგის სამთო შეჯიბრებებს.

"ჩვენ საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე. ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან", - აღნიშნა უვე ბეიერმა.

დღის ამბები