10 მარტი 2025,   00:24
ვრცლად
ამერიკულმა კომპანია "მაქსარ ტექნოლოჯისმა" უკრაინისთვის თანამგზავრული გამოსახულებების ხელმისაწვდომობა შეზღუდა

ამერიკულმა კომპანია "მაქსარ ტექნოლოჯისმა" უკრაინისთვის თანამგზავრული გამოსახულებების ხელმისაწვდომობა შეზღუდა. ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

სტატიის თანახმად, კომპანიის გადაწყვეტილება ტრამპის მიერ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერებას უკავშირდება.

თავად კომპანია "მაქსარის" მიერ გავრცელებულ ტექსტში კი ნათქვამია, რომ მათ აშშ-ის მთავრობასთან და ათობით მოკავშირე თუ პარტნიორ ქვეყანასთან ხელშეკრულებები აქვთ.

"თითოეული მომხმარებელი თავად წყვეტს, როგორ გამოიყენოს და გაავრცელოს ეს მონაცემები" - ამბობენ კომპანიაში. 

დღის ამბები