
ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა "ალფრედმა" გადაუარა. ქარიშხალთან ერთად მოსულმა უხვმა ნალექმა, უელსში დასახლებული რაიონები დაიტბორა. ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია ამინდის კიდევ უფრო მკვეთრი გაუარესება და შესაძლოა "უარესი რა მოხდეს".
სინოპტიკოსების თქმით, მსგავსი ციკლონი კვინსლენდს 1974 წლის შემდეგ არ ახსოვს, როდესაც სანაპიროს "ვანდა" დაატყდა თავს.