09 მარტი 2025,   17:44
ვრცლად
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა - მმართველ გუნდში უწყების განცხადებას, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ

ლევან მაჭავარიანი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც დიპლომატიურმა უწყებამ ქართველ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხელისუფლებას კი ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითა. საგარეო უწყების განცხადებაში მმართველმა გუნდმა ე.წ. დიფ სთეითის კვალი დაინახა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გარკვეული ძალები ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანას ცდილობენ.

შვედეთის საგარეო უწყების განცხადება არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აქციის მონაწილეების მხარდაჭერისკენ, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ.

სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ, რომ შვედეთის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებული განცხადება არა მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა, არამედ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ იმასაც, რომ ამ განცხადებით შვედეთმა ძალადობრივი აქციის წახალისება სცადა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის მონაწილეების მხარდამჭერი განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დღის ამბები