
"ძლიერი საქართველო" ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების" მოედანმა დატოვა. 8 თვიანი თანამშრომლობა დასრულდა, მოძრაობის ლიდერი კი პოლიტიკური დაშლის მიზეზებზე საუბრობს. ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც მისი თქმითვე, წამყვანი პოლიტიკური ძალა იქნება.
"ჩვენ ვიყავით საარჩევნო კოალიციაში და ამაყები ვართ, ახლა ჩვენ ვაგრძელებთ დამოუკიდებელ განვითარებას გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილი დემოკრატია,"- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.