
გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიება იმართება. ტურნირზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველო უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა, ჯამში, 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა.
გუდაურში იმყოფება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
"ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მთის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.