10 მარტი 2025,   00:53
ვრცლად
ჰამბურგის აეროპორტმა, თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო, მუშაობა შეწყვიტა

გერმანიაში, ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა, თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო, მუშაობა მთლიანად შეწყვიტა.

"დღეს დაგეგმილი იყო 144 ჩამოფრენა და 139 გამგზავრება, საიდანაც აეროპორტმა დღეს დილით მხოლოდ 10-მდე ფრენის განხორციელება შეძლო", – განაცხადა ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენელმა.

გაფიცვის ორგანიზატორი Ver.di-ს პროფკავშირები არიან, რომლის წარმომადგენელიც ამბობს, რომ ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

"სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ზეწოლას, გაფიცვის მიზანი ეკონომიკური ზიანის მიყენებაა", – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა.

დღის ამბები