
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ფრიდრიხ მერცის გუნდი კოალიციას სოციალ-დემოკრატებთან შეკრავს. ინფორმაცია პოლიტიკურმა ლიდერებმა თავად გაავრცელეს.
სოციალ-დემოკრატიული პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მისი ლიდერი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცია.
თავად მერცი კი, რომელიც გერმანიის მომავალ კანცლერად მოიაზრება, ამბობს, რომ ეს გაერთიანება ევროპის უმსხვილეს ეკონომიკასა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს გააცოცხლებს.