10 მარტი 2025,   00:50
ვრცლად
"იციან, რომ მათი რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, ამიტომაც, დავალებით, ამ განცხადებებს აკეთებენ" - ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, როგორც კირცხალია ამბობს, ის წესისამებრ, 2028 წელს ჩატარდება.

"ძალიან კარგი ტესტი იქნება ადგილობრივი არჩევნები, რომ გაზომონ მათ თავიანთი რეიტინგი, მაგრამ წინასწარ იციან, რა განწყობებია, სად პოზიციონირებენ ხმების რაოდენობითა და მოსახლეობაში რა რეიტინგები აქვთ და ამიტომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს - იქნება 2028 წელს. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, მოემზადოს, ვისაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა.

დარწმუნებული ვარ, ამა წლის 4 ოქტომბერს, როდესაც დაანონსებულია თარიღი, როდესაც უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ ამიტომ იციან, რომ მათი რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, ამიტომაც აკეთებენ დავალებით ამ განცხადებებს. ხვალ მიიღებენ სხვა დავალებას, მოიქცევიან ისე, ეს არის აგენტის ბედი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, ბარიერგადალახული პარტიების დიმა ნაწილმა არ იცის, მიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას - ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და მოვლენების განვითარებას ელოდებიან. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამბობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

პარტია "გირჩი" , რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს მიღმა დარჩა, აცხადებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერას პროცენტებში კიდევ ერთხელ, ამჯერად თვითმმართველობებში გამოცდის.

დღის ამბები