
"ჰამასის" მიერ დატყვევებული ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით, თელ-ავივში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს მოლაპარაკებები მოწინააღმდეგე მხარესთან, რათა ყველა ტყვე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.