
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად, რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
ადგილზე მსჯავრდადებულებს,ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, როგორიცაა სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებმა C და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, ძუძუს, კოლორექტული კიბოს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალსა და ცხოვრების ხარისხს.
სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები 200-მდე მსჯავრდებულს გაეწია.