
სერბეთში ქალმა სტუდენტებმა, ქალთა საერთაშორისო დღეს, კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ქალების წინააღმდეგ ძალადობასაც აპროტესტებდნენ.
სერბეთში აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართება. მასიური მსვლელობები ნოემბერში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას, აქციაში მონაწილე სტუდენტების მიმართ ბრალდებების მოხსნას და უმაღლესი განათლების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ.