
მეწარმე ქალების მხარდასაჭერად, ბაზარი ორბელიანზე გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და ადგილზევე შეიძინონ ნაწარმი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალები ქმნიან.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სხვა პროდუქტი. ღონისძიებაში 30 მეწარმე ქალი მონაწილეობს.