09 მარტი 2025,   17:27
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ბალტიისპირეთში შეხვედრებს მართავენ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს საერთო ინტერესი ამოძრავებთ

ლატვიის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ესტონეთში ჩავიდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, ხელისუფლების ოპონენტები ბალტიისპირეთში შეხვედრებს მართავენ. საუბარია იმ ქვეყნებზე, საიდანაც რამდენიმე დღის, წინ კონკრეტულ პირებზე სანქციები დაწესდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესების ქრონოლოგია უბრალოდ დამთხვევა არ არის და სანქციების შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ოპოზიციაც აქტიურად იყო ჩართული. უმრავლესობის წევრების განცხადებით, მათ ოპონენტებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს საერთო ინტერესი ამოძრავებთ.

ოპოზიციურ პარტიებში, რომელთა ლიდერები ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეხვედრებს მართავენ, დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ სანქციების დაწესება გასაკვირი არ არის.

ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებაში ადანაშაულებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი ამბობს, რომ სანქციების უკან სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია დგას.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცველები და მოსამართლეები. სანქცირებულთა სია ორი დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ნაცვლად, ესტონეთშია რეგისტრირებული.

დღის ამბები