10 მარტი 2025,   00:22
ვრცლად
სტამბოლის სანაპიროსთან ერთმანეთს სატვირთო გემები შეეჯახა

თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან 270-მეტრიანი ტანკერი Mia და 130-მეტრიანი საკონტეინერო ხომალდი Orita ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეჯახება სანაპირო ზოლიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა. შეჯახების შედეგად ზღვაში დაბინძურებული წყალი ჩაიღვარა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გემზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები