09 მარტი 2025,   17:50
ვრცლად
21 ქვეყნის 88 სპორტსმენი საქართველოში - გუდაური სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

გუდაური მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. სპორტულ რუკაზე საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა. სამთო კურორტი, ამჯერად, სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი პირველობისთვის ასპარეზობს.

დღეს, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ფინალური რაუნდი გაიმართა. პირველი ადგილი ფრანგმა სპორტსმენმა, ჯულია პერეირა დე სოუზამ დაიკავა.

საქართველო მსოფლიო თასს უკვე მესამედ მასპინძლობს. გუდაურსა და ბაკურიანში გამართულ ჩემპიონატზე, ჯამში, 300-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობდა.

ქვეყანაში ზამთრის სპორტის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია გუდაურში შეჯიბრებებს უკვე ყოველწლიურად ჩაატარებს.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები