10 მარტი 2025,   01:01
ვრცლად
14 წლის მოზარდი 26 წლის პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც პოლიციელის მკვლელობას ედავებიან. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პარასკევს საღამოს, პოლიციასა და რამდენიმე პირს შორის სროლა მოხდა, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, სროლის დროს 26 წლის პოლიციელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

დღის ამბები