10 მარტი 2025,   00:45
ვრცლად
"მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადება და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უწყვეტი, 100-დღიანი პროტესტის მოთხოვნაა" - თეონა აქუბარდია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნება", თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრით, ცდილობს, დღის წესრიგიდან მოხსნას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა.

აქუბარდიას თქმით, უწყვეტი 100-დღიანი პროტესტის მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ამ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარებს.

"არჩევნებისთვის მზადება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის უწყვეტი, 100-დღიანი პროტესტის მოთხოვნა.

სხვა დანარჩენი და მათი აქცენტები თვითმმართველობის არჩევნებზე, მიზნად ისახავს იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნან.

ჩვენი ინტერესია, რომ ქართველი ხალხის დღის წესრიგიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, ბარიერგადალახული პარტიების დიდმა ნაწილმა არ იცის, მიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას - ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და მოვლენების განვითარებას ელოდებიან. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამბობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

პარტია "გირჩი" , რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერს მიღმა დარჩა, აცხადებს, რომ საზოგადოების მხარდაჭერას პროცენტებში კიდევ ერთხელ, ამჯერად თვითმმართველობებში გამოცდის.

დღის ამბები