09 მარტი 2025,   18:41
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ტაშკენტში დასრულდა. მთავრობის მეთაური საერთაშორისო აეროპორტში უზბეკმა კოლეგამ გააცილა.

ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტთან გამართა. ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზიოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან.

ტაშკენტში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ასევე ქვეყნის პრემიერ მინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს. ასევე შედგა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი კომისიის საიუბილეო, რიგით მეათე სხდომა. შეხვედრებისას განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იყოს ათვისებული.

დღის ამბები