
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთში განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური კომისია კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ სხვადასხვა სფერო იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.
"ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც არსებობს საქართველოსა და უზბეკეთს შორის. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან, ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა. ეკონომიკური კომისია, რა თქმა უნდა, კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ სხვადასხვა სფერო იყოს განხილული, რასაც წვლილი შეაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში, გაღრმავებაში და არის კარგი შესაძლებლობა, დავგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, თუ რა სფეროებში არის პრიორიტეტული საქართველოსთვის უზბეკეთთან თანამშრომლობა. ასევე, მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და წინადადებები. პოტენციალი არის საკმაოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი და ამ პოტენციალს სჭირდება პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება იმისთვის, რომ უკეთ იყოს ათვისებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.