01 აპრილი 2025,   21:47
ვრცლად
"ყველა კითხვას გავცემთ პასუხს სასამართლოში - არაფერი გვაქვს დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი და თავის სამართლებელი"- მამუკა ხაზარაძე

"ყველა ამ კითხვას, რომელიც არსებობს, აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში", - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, რადგან მათ ლეგიტიმურად არ აღიარებენ.

"ჩვენ პარლამენტს არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები, არ ეთანამშრომლება ამ პარლამენტს. არ ვამბობთ, რომ უბრალოდ არ მოვდივართ და კითხვებს პასუხს არ გავცემთ - არა. ჩვენ ყველა ამ კითხვას, რომელიც არსებობს აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. იმიტომ, რომ პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემი და ბადრის განვლილ ცხოვრებას და არაფერი დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი, თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ. ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი ავაშენეთ, არ არსებობს ასეთი. ისევე, როგორც ვინმეს ქონება. ჩვენ დღეს დაგვინიშნეს სასამართლო სხდომა, ძალიან ოპერატიულად მუშაობენ ამ მიმართულებით, ამიტომ გამოვცხადდებით სასამართლოში და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები