03 აპრილი 2025,   01:02
ვრცლად
იატაკის ქვეშ მოწყობილ სამალავში დამალული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - გურამ არეშიძისთვის წარდგენილი ბრალი, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

438 აბი სუბოტექსი და 10 აბი მეტადონი - ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულებებია. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებს შეძენა-შენახვისთვის, პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა.

"კურიერის" ინფორმაციით დაკავებულია გურამ არეშიძე, მეტსახელად "წიწია", სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები, მის ბინაში ჩხრეკისასა იპოვეს.

"კურიერის" ინფორმაციით, სპეციალურ სამალავში, რომელიც მას იატაკის ქვეშ იყო, არეშიძეს დამალული ჰქონდა სუბუტექსის და მეტადონის აბები.

გურამ არეშიძე, სამართალდამცველებმა საირმის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. 39 წლის მამაკაცის ახლობლები ადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ მისამართზე ჩატარდა, თუმცა ნარკოდანაშაულის საქმეზე საუბარი არ სურთ.

ნარკოდანაშაულის საქმეზე არაფერს ამბობს ბრალდებულიც. ადვოკატის ინფორმაციით, გურამ არეშიძე დუმილის უფლებას იყენებს. 39 წლის მამაკაცი სასამართლომ წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში დატოვა.

მოპოვებულ მტკიცებულებებზე, პროკურორმა ისაუბრა. ირკვევა რომ სამართალდამცველები გურამ არეშიძის სახლში ჩხრეკაზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ. ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ამოღებულია თანხაც. არ არის გამორიცხული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა- შენახვას, რეალიზაციის მცდელობის ეპიზოდიც დაემატოს.

გამოძიება ამ ეტაპზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. გურამ არეშიძისთვის წარდგენილი ბრალი, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები