
ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი და თავდაცვისუნარიანობის ზრდა - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება უმაღლესმა მთავარსარდალმა სიტყვით გამოსვლის დროს. მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებს 9 წლის იუბილე მიულოცა.
საიუბილეო ღონისძიებას სენაკმა უმასპინძლა. მეორე ქვევით ბრიგადაში ცერემონიას დაესწრო თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის სიძლიერის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და თქვა რომ, რეფორმების განხორციელება მომდევნო წლებშიც სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი იქნება.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე ქვეითი ბრიგადის სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. დაჯილდოვდნენ პირადი შემადგენლობის წარმომადგენლებიც.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების იუბილესთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.