03 აპრილი 2025,   01:32
ვრცლად
სახალხო მეგა შოუ "ნიჭიერი" მეორე ნახევარფინალისთვის ემზადება - რა ელოდება დღეს საღამოს მაყურებელს

ნიჭის ნამდვილი ზეიმი "ნიჭიერის" სცენაზე, მოულოდნელი აღმოჩენები, გულწრფელი ისტორიები, დაძაბულობა და სიხარული, ის რაც მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეშ მოაქცევს - სულ რამდენიმე წუთში, სტარტს მეგა შოუ "ნიჭიერის" მეორე ნახევარფინალი აიღებს.

რიგით მეორე live-შოუზე მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. შოუმ თავისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ არ არსებობს ბარიერი, რომელსაც "ნიჭიერი" ვერ გადალახავს, ყველაზე სახალხო შოუს სცენა კი სწორედ ის ადგილია, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა.

დღეს მაყურებელი 10 კონკურსანტიდან საკუთარ რჩეულს გამოავლენს. ჟიური კი ორ მონაწილეს მისცემს შანსს დასკვნით ეტაპზე ყველაზე ნიჭიერის ტიტულისთვის იბრძოლოს.

ნახევარფინალისტებს შორის ორი მათგანი ოქროს ღილაკის მფლობელი და ჟიურის რჩეულია.

პირველი ნახევარფინალური ტური 25 მარტს გაიმართა, სადაც სამი ფინალისტი მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოვლინდა. მაყურებელმა არაერთი ემოციური, ექსპრესიული და შთამბეჭდავი ნომერი იხილა. შესაბამისად, შოუს დღევანდელ ნაწილზე მოლოდინი უფრო მაღალია.

ვინ მოხვდება ყველაზე სახალხო მეგა შოუს ფინალში და ვინ იბრძოლებს ქვეყნის მთავარი ნიჭიერის ტიტულისთვის - ეს დღეს საღამოს 22:00 საათზე "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაირკვევა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები