03 აპრილი 2025,   00:42
ვრცლად
ნოროვირუსის ეპიდემია საკრუიზო გემზე - ინფიცირებულია 241 ადამიანი

საკრუიზო გემ Queen Mary 2-ის ბორტზე, ნოროვირუსის ეპიდემიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. გემი 29 დღიანი მოგზაურობიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კომპანია Cunard Line-ის საკუთრებაში არსებული გემის ბორტზე ინფიცირებულია სულ მცირე 224 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი. სავარაუდოდ, ხომალდი კვირას, საუთჰემპტონის პორტში შევა.

გემმა მოგზაურობა 8 მარტს, საუთჰემპტონიდან დაიწყო და 29 დღიანი მოგზაურობის განმავლობაში, აღმოსავლეთ კარიბის ზღვისა და ნიო-იორკის პორტებში უნდა შესულიყო. თუმცა, მოგზაურობის მე-10 დღეს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გემების სანიტარული პროგრამა (VSP), ნოროვირუსის გავრცელების შესახებ იქნა გაფრთხილებული.

მედიის ცნობით, გემზე მყოფი 2 538 მგზავრიდან, თითქმის 9%-ი დაავადდა. ასევე, ეკიპაჟის 1 232 წევრიდან დაავადებულია 1,4%-ი.

დღის ამბები