03 აპრილი 2025,   01:09
ვრცლად
ელენე ხოშტარია არ აპირებს გამოითხოვოს ვიდეო-მასალა, რომელიც იზოლატორში მისი შეყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ კადრებს მოიცავს - "დროას" ლიდერის განცხადებები მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური სპეკულაციაა

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დღესაც ამტკიცებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას არასათანადოდ მოეპყრნენ, თუმცა, არც სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ჩანაწერის ნახვა სურს და არც გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ელენე ხოშტარია შსს-ს მიერ 29 მარტს გავრცელებულ იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელშიც წერია, რომ იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია კამერებზე და დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ მას გაეცნონ. უწყების ამ განცხადების შემდეგ ხოშტარიას დუმილი, მმართველი გუნდისთვის დადასტურებაა, რომ "დროას" ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა სიცრუე გაავრცელეს, რაც ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ცხადი გახდებოდა.

რატომ არ ითხოვს ხოშტარია ან მისი ადვოკატი კამერის ჩანაწერებს - არ აინტერესებს ოპოზიციის ნაწილს. ამბობენ, რომ მხოლოდ ელენე ხოშტარიას სიტყვების სჯერათ.

ოპონენტებისა და თავად ელენე ხოშტარიას განცხადებები, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ტრადიციული, პოლიტიკური სპეკულაციაა.

ელენე ხოშტარიამ სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ჯერ კიდევ იზოლატორში ყოფნის დროს სოციალურ ქსელში დაწერა. თუმცა, ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა. ისევე, როგორც შსს-ს შეთავაზებაზე, ადვოკატს გადასცემოდა ვიდეოჩანაწერები, რაც უწყების ინფორმაციით, დაადასტურებდა, რომ ხოშტარიას არცერთი უფლება არ დარღვეულა.

დღის ამბები