
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტებს სიტყვით უკვე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.
აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილისგან მოისმენდნენ კონკრეტულ გეგმას და დღის წესრიგს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა ამის ნაცვლად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტრიბუნიდან კვლავ შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს კოორდინირებული მუშაობა, რაც, როგორც გაირკვა, დემონსტრანტების ნაწილისთვის არ აღმოჩნდა მისასალმებელი.
ამის შემდგომ სალომე ზურაბიშვილმა დატოვა ტრიბუნა. სალომე ზურაბიშვილმა მის 30-წუთიან გამოსვლაში მიმოიხილა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, თქვა, რომ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შენარჩუნება სჭირდება. ამასთან, აღნიშნა ისიც, რომ მისი მთავარი მოთხოვნა არის ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდეს, რომლებიც აქციების დროს დააკავეს.