02 აპრილი 2025,   09:06
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ავტომობილის დიზაინების ფაქტზე დაკავებული რუსეთს მოქალაქე - "კურიერის" ინფორმაციით დენის კულანინის საქმეში სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც დევს

რუსეთს მოქალაქე, 30 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა, საპატრულო პოლიციის ავტომობილის დიზაინების ფაქტზე დააკავეს.

"კურიერის"ინფორმაციით დაკავებული დენის კულანინია. ის რუსეთიდან საქართველოში, რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.

"კურიერმა", დაზიანებული ავტომობილის კადრები 28 მარტს მიმდინარე აქციის დროს გადაიღო. მანქანას გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ, ბლაგვი საგანი დაარტყა და უკანა საქარე მინა ჩაუმსხვრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დენის კულანინი საპროტესტო აქციაზე სპეციალური ნიღბით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის ავტომობილის დაზიანების შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა კულანინის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ის საკუთარ სახლში დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, რუსეთს მოქალაქე, პოლიტკოვსკაიას 41 ნომერში ქირით ცხოვრობდა, მეზობლები 30 წლის მამაკაცს არ იცნობდნენ.

დენის კულანინს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება, დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 30 წლის მამაკაცი ახლა წინასწარ ორ თვიან პარტიობაში იმყოფება. დღეს საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რუსეთის მოქალაქემ დუმილის უფლება გამოიყენა და ბრალზე არაფერი თქვა.

კულანინის ადვოკატი მის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

პროკურატურამ კი დღეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა იმ გარემოებზე, რომელიც კულანინის მიერ ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს.

რა მიზნით იმყოფებოდა, რუსეთს მოქალაქე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე და რატომ გადაადგილდებოდა ნიღბით - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ოპოზიციურ პარტიებში არ აქვთ.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან რომ ოპოზიცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი ინტერესებისთვის და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებს.

"კურიერის" ინფორმაციით დენის კულანინის საქმეში დევს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც, მასალაში ჩანს როგორ აზიანებს 30 წლის მამაკაცი საპატრულო პოლიციის ავტომობილს. სავარაუდოდ სწორედ ეს კადრებია საქმის მთავარი მტკიცებულებებიც .

დღის ამბები