02 აპრილი 2025,   10:42
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის ტემპი - "საქსტატის" მონაცემებით ირკვევა, რომ გასულ თვეში ეკონომიკა 7.7%-ით განისაზღვრა

ეკონომიკური ზრდის ტემპი ისევ მაღალ ნიშნულზეა - "საქსტატის" მონაცემებით ირკვევა, რომ გასულ თვეში ეკონომიკა 7.7%-ით განისაზღვრა. დათვლილია იანვარ-თებერვლის სტატისტიკაც. ზრდამ ორ თვეში 9%-ს გადააჭარბა.

საქართველოს ეკონომიკური კურსის გაძლიერებაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აქცენტს, სავალუტო ფონდის პროგნოზზეც აკეთებს.

საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება რომ მმართველი გუნდის სწორ, გააზრებულ და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითებს, საუბრობს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი.

ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინვესტიციების მოზიდვასა და დასაქმების ზრდას, გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებს უკავშირებენ ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, მაღალი მონაცემები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პრესტიჟს, კიდევ უფრო ამაღლებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ეკონომიკური ზრდის დაზუსტებულ მონაცემებს, ყოველი თვის ბოლოს აქვეყნებს.

დღის ამბები