02 აპრილი 2025,   10:42
ვრცლად
მთავარია არა ის, თუ ვინ იდგება ტრიბუნასთან და ვინ არა, არამედ ის, რომ პროცესი წავიდეს სწორად - თაზო დათუნაშვილი

მე არ დავავიწროვებდი მთელ ამ პროცესს იქამდე, თუ ვინ იდგება ტრიბუნასთან და ვინ არა. მთავარი არის პროცესი წავიდეს სწორად - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია სამი რამ: გარეთ გაგრძელდეს ის არაღიარება და ის დელეგიტიმაცია, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს; გაგრძედლეს უწყვეტი საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტი და მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ და ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე, იმ მოთხოვნებზე და იმ დაკვეთაზე, რაც ამ საზოგადოებას აქვს, წარმართონ პოლიტიკური პროცესი სწორი მიმართულებით.

"მე არ დავავიწროვებდი მთელ ამ პროცესს იქამდე თუ ვინ იდგება ტრიბუნასთან და ვინ არა. მთავარი არის პროცესი წავიდეს სწორად და იმისთვის, რომ პროცესი წავიდეს სწორად - არის მნიშვნელოვანი სამი რამ: გარეთ გაგრძელდეს ის არაღიარება და ის დელეგიტიმაცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, გაგრძედლეს უწყვეტი საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტი და მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად ძალიან ბევრი განსხვავებებისა, მოახერხონ და ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე, იმ მოთხოვნებზე და იმ დაკვეთაზე, რაც ამ საზოგადოებას აქვს, ამაზე წარმართოს პოლიტიკური პროცესი სწორი მიმართულებით.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის 86%-ის დაკვეთა. ამ 86%-ში შედის თქვენი მაყურებლების უმრავლესობაც, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობაც, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა 26 ოქტომბერს იმიტომ, რომ იმ საარჩევნო კამპანიაში ეუბნება, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართო და ეს ღირსებით ევროპა 1 თვეში დამთავრდა რუსეთისადმი ქვეყნის ჩაბარებით. უღირსობაა ეს, უღირსობაა ის, რასაც ხედავთ ახლა პარლამენტში, ომთან დაკავშირებით და ამ კომისიით, ეს ხმაური, შემოგდება თემების როგორიც არის თვითმმართველობა - ეს ყველაფერი არის ყურადღების გადატანა ამ საზოგადოების მთავარ პრობლემებზე. ამ საზოგადოებას უჭირს სოციალურად და ტკივა პოლიტიკური ვითარება, და ეს უნდა შეიცვალოს, ეს არის საღი აზრი ერთადერთი და ამისთვის „ლელოში“, „ძლიერ საქართველოში“ აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, სხვა საქმე ჩვენ არა გვაქვს ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

დღის ამბები