03 აპრილი 2025,   00:37
ვრცლად
მიანმარში დაღუპულთა რაოდენობამ 2700 გადააჭარბა - 300-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

მიანმარში დაღუპულთა რაოდენობამ 2700 გადააჭარბა - 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სულ მცირე 2719 ადამიანი იმსხვერპლა, 3 900 დაშავდა, 300-ზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამიტომ, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მიანმარის დასახმარებლად სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს ინდოეთმა, ჩინეთმა, ტაილანდმა, მალაიზიამ და სინგაპურმა. ჩავიდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მისიებიც.

განადგურებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა: ხიდები, საქალაქთაშორისო მაგისტრალები, აეროპორტები და რკინიგზა. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების გამო, კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.  

დღის ამბები