03 აპრილი 2025,   00:45
ვრცლად
ჩინეთის ხელისუფლებამ გარიგება შეაჩერა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN

ჩინეთის ანტიმონოპოლიური რეგულატორები, პანამის არხზე აშშ-ს კონსორციუმის მიერ ორი პორტის შეძენის საქმეს იძიებენ, რაც გარიგების დახურვას აჭიანურებს, რომელიც მომავალი კვირისთვის იყო დაგეგმილი.

CNN-ის ინფორმაციით, მომავალ კვირას გარიგებას ხელი არ მოეწერება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საინვესტიციო ფონდს, Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა.

Black Rock-ი ჰონგ კონგის კომპანია CK Hutchison Holdings Ltd. -ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვას აპირებდა, რომელსაც მსოფლიოს 43 სხვადასხვა პორტში აქვს წილები.

როგორც CNN-ი წერს, Black Rock-თან გარიგება "რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზა“ განიხილებოდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა პანამის არხის წართმევის მუქარა დაიწყო.

დღის ამბები