02 აპრილი 2025,   11:27
ვრცლად
"პოლიტიკაში არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ დღეს რა მოცემულობაც არის, აბსურდია საქართველოში რაიმე არჩევნებზე საუბარი" - გია ჯაფარიძე

"დღეს რა მოცემულობაც არის, აბსურდია საქართველოში რაიმე არჩევნებზე საუბარი," - ამის შესახებ პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" ცდილობს საქართველოში ჩამოაყალიბოს ერთპარტიული დიქტატურა."

"პოლიტიკაში არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ დღეს რა მოცემულობაც არის, აბსურდია საქართველოში რაიმე არჩევნებზე საუბარი. საქართველოში არჩევნები არ ტარდება. რა არჩევნები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა საერთოდ "ქართულ ოცნებას." "ქართული ოცნება" ცდილობს საქართველოში ჩამოაყალიბოს ერთპარტიული დიქტატურა, ისეთი როგორიც არის ჩრდილოეთ კორეაში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში. რუსული კანონით ფაქტობრივად უფუნქციო რჩება არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია არის უკიდურესად შეზღუდული და აპირებენ, რომ თავისუფალი მედიაც გააუქმონ. სხვა რამე კი არ იყო საბჭოთა რუსეთი, სხვა რამე კი არ არის ჩრდილოეთ კორეა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოში ამ პირობებში აქ იქნება კეთილდღეობა, მშვიდობა, უსაფრთხოება, აქ არაფერი არ იქნება. "ქართული ოცნების" მოკავშირე არის სიღარიბე და გაუნათლებლობა. სიღარიბე და გაუნათლებლობა თუ არ იქნება, "ქართულ ოცნებას" ვერ ექნება ძალაუფლება," - აღნიშნა გია ჯაფარიძემ.

დღის ამბები