20 მარტი 2025,   17:22
ვრცლად
ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა

აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ განმარტება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვიდეო-მიმართვის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა.

მისივე თქმით, კიევმა პირობა დადო, რომ მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელთაც ენერგეტიკული და სამოქალაქო კლასიფიკაცია ექნებათ და, შეთანხმების მიხედვით, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

პარალელურად, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ კიევმა და ვაშინგტონმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

დღის ამბები