11 მარტი 2025,   23:30
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტის თავდასხმას დონეცკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტის თავდასხმას დონეცკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები.

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის 25% დაკარგეს. ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებული მონაცემებით, რუსეთმა საკუთარი ჯარის ძირითადი რესურსი კურსკში მოაბილიზა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიის 300 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

დღის ამბები