11 მარტი 2025,   02:10
ვრცლად
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში სალოტბარო სკოლა გაიხსნა.

კოლა შილდის კულტურის სახლში განთავსდება. Მოსწავლეებს ქართულ მრავალხმიანობას ლოტბარი, ანსამბლ ,,შილდა"-ს წევრი ავთანდილ (ბაჩანა) კაკონიშვილი, ხოლო ტრადიციულ გალობას რეგენტი ქეთევან სამხარაძე შეასწავლის.

"შილდა თავისი ისტორიით, არის სიმღერის სავანე, გამორჩეული ადგილი, სადაც ტრადიციულად დიდი სასიმღერო კულტურა იყო. სიმღერა გალობის გარეშე და გალობა სიმღერის გარეშე არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ, თუ გვინდა მაღალი ხარისხი მივიღოთ, ორივე უნდა ისწავლებოდეს. ორივე მიმართულება უნდა იყოს ძლიერი.

ფოლკლორის ცენტრს კახეთში დიდი გეგმები გვაქვს და მინდა წარმატება ვუსურვო ყველას.
მადლობა ლოტბარს შრომისთვის, რაც ქართული სიმღერისთვის უკვე გაიღო. მადლობა ძმებ ბიძინაშვილებს ამ დიდებულ მხარეში კახური სიმღერის აღდგენა - განვითარებისთვის. მადლობა მშობლებს - დღეს, რომ მშობელი გადაწყვეტს, შვილი მიიყვანოს სიმღერასა და გალობაზე არის გმირი." - განაცხადა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ შილდაში, სალოტბარო სკოლის გახსნაზე.

ამჟამად, ფოლკლორის ცენტრის 44 სალოტბარო სკოლა მოქმედებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და სოფელში, სადაც 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოსწავლე ქართულ მრავალხმიანობას, ტრადიციულ გალობას, ზეპირსიტყვიერებას და ქორეოგრაფიას სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება.

საქართველოს კულტურის სამინისტრო

დღის ამბები