11 მარტი 2025,   02:32
ვრცლად
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების პროგრამა გრძელდება - სოფლის განვითარების სააგენტო, ფერმერებს სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს 9%-ით უფინანსებს

თემურ ფსუტური ერთ-ერთია იმ მწარმოებლებს შორის, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით უკვე ისარგებლა. რამდენიმე წელია, რაც 150 ჰექტარზე საკუთარ მეურნეობას ფლობს. ყვება რომ გასული წელი საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდა. ფერმერი ახლა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ემზადება. მეურნეობის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას წელსაც აპირებს.

ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების პროგრამა გრძელდება. სოფლის განვითარების სააგენტო, ფერმერებს სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს 9 პროცენტით უფინანსებს. პროგრამის მიზანი, მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. რამდენიმე წელია რაც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს ვასილ მირიანაშვილიც. კახელი მეწარმე ამბობს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით საკუთარი მეურნეობის გაფართოება შეძლო.

ხორბალი, სიმინდი, შვრია იმ ერთწლოვანი კულტურების არასრული ჩამონათვალია, რომლის თანადაფინანსების პროგრამას სახელმწიფო ხუთი წელია ახორციელებს.

მხოლოდ გასულ წელს საფინანსო ინსტიტუტებმა 541 აგროსესხი გასცა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 23 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტი იყო.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი უკვე ათი წელია ხორციელდება. პროგრამის მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაა.

დღის ამბები